ინტეგრირებული გაკვეთილი ბირთვი, სფერო-დედამიწა

მთავარი თემა
ბირთვი, სფერო-დედამიწა
გაკვეთილის ტიპი
ინტეგრირებული ( მათემატიკა-გეოგრაფია)
კლასი
XI კლასი
პედაგოგი(გეოგრაფი)
ხათუნა ფიროსმანაშვილი(გეოგრაფი), გულიზარ ფიროსმანაშვილი(მათემათიკოსი)
მნიშვნელობა აქტუალობა
მათემატიკის ხმრივ ეს გაკვეთილი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეებში მოხდეს  სივრცული წარმოდგენების განვითარება,  მოსწავლეებმა ისწავლონ კვეთების გამოყენება, თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენება.                           
   გეოგრაფიის მხრივ გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით, რომ თითოეულმა მოსწავლემ აღიქვას დედამიწა როგორც ყველა მოკვადივისთვის ერთიან სახლად, რადგანაც დედმიწის ყველა მოკვდავია გლობალიზაციის ,,მსხვერპლია“. გარდა ამისა მოსწავლეებმა საჭიროა დედამიწა დავინახოთ როგორც ერთერთი გეომეტრიული ფიგურა , როგორც ბირთვი და სფერო. და აგრეთვე აქტუალურია ისიც თუ როგორ ვიყენებთ გეოგრაფები მათემატიკურ ნაწილს გეოგრაფიაში როგორც მეცნიერებას, რაც მთავარია მოსწავლეებისთვის გახდეს მნიშვნელოვანი საგანთა შორის კავშირი. აქტუალურია აგრეთვე იმითაცს ეს გაკვეთილი, რომ ამ გაკვეთილის ჩატარებით მე-11 კლასეები გაიმეორებენ წინა წლების მასალებს რაც ერთგვარად მომზადება იქნება კატ-ის გამოცდებისთვის
გაკვეთილი მიზნები და მისაღწევი შედეგები
მათემატიკა:                                                                                                      
·         მოსწავლეები შეძლებენ წერტილთა გეომეტრიული ადგილის შესაბამისი ფიგურის წარმოდგენა და დახასიათებას
·         მოსწავლეები ისწავლიან და თვითონ გამოსახავენ ფიგურას რომელიც მიიღება ნახევაწრის ბრუნვით ღერძის(დიამეტრის) გარშემო
·         მოსწავლეები შეძლებეენ ფიგურის დახსიათებას განტოლებით(უტოლობით)
·         შეისწავლიან სიბრტყისა და ბირთვის ურთიეთგანლაგების შემხვევებს
XI. 11 მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად
გეოგრაფია:
·         მოსწავლები   განიხილავენ და იმსჯელებენ შემდეგ თემაზე ,,დედამწა ყველა მოკვდავისთვის სახლია“
·         რადგანაც ავღნიშნეთ რომ დედამიწა ,,სახლია“ აქედან გამომდინარე მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, თუ როგორი ფორმისაა ჩვენი ,, სახლი“, თავსი ფორმით რომელი გეომეტრიულ ფორმას გავს.   და განსაზღროს დედამიწის პარამეტრები როგორც სფეროსი ასევე როგორც ბირთვის.
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს  შეადაროს დედამიწა გეომეტრეიულ ფიგურას ბირთვს და აქედან გამომდინარე ახსნას   მისი შინაგანი აგებულება   
·         მოსწავლეები შეძლებენ   ნებისმიერი გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატების პოვნას. და ამ შემთხვევაშიც   მათემატიკური ელემენტების გამოყენებით  შეძლებენ.
·         მოსწავლეები შეძლებენ სივრცეში და დროში ორიენტაციას

XI.1 მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესების სივრცე-დროითი ასპექტების დახასიათება
ორგანიზება
ჯგუფური მუშაობა
 გაკვეთილის მსვლელობა
კლასი გაიყოფა ორ ჯგუფად.  ერთი ჯგუფი წარმოადგენს მათემატიკურ ნაწილს ხოლო მეორე ჯგუფი გეოგრაფიის ნაწილს.
მათემათიკის ჯგუფი:
·         მასწავლებელმა პროვოცირების მიზნით კითხვა პასუხის რეჟიმში განიხილა საგაკვეთილო თემის აქტუალობა.(2წთ)
·         მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგიენს შემდეგი საკითხები
1.      სივრცული ფიგურების შესწავლა გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ რეალური სამყარო( 3წთ)
2.      სივრცითი ფუგურები-მრავალწახნაგები და ბრუნვითი სხეულები (3წთ)
3.      სფერო (3წთ)
4.      როგორ მიიღება სფეროს განტოლება (3წთ)
5.      ბირთვი ( 3 წთ)
·         პრეზენტაციების შუალედებში, საგაკვეთილო ტემპის განწყობის შენარჩუენების მიზნით  მასწავლებელიკითხვების საშუალებით ამტკიცებდა მოცემულ თემათიკას( 5 წთ)

გეოგრაფიის ჯგუფი:
·         პროვოცირების მიზნით მასწავლებელმა მოსწავლეებთან გამართა დისკუსია თემაზე ,, დედამიწა ყველა მოკვდავისთვის სახლია“, გლობალიზაციის კუთხით ამ სახლის ერთიანობა როგორ ვლინდება საზოგადოებაში (3წთ)
·         მასწავლებელმა მინი ლექციის სახით ისაუბრა ,, საჭიროა თუა არა ვიცოდეთ ჩვენი ,, სახლის“   ,,არქიტექტურა“  პარამეტრები და აგებულება (2წთ)
·         მოსწავლეებმა პრზენტაციის სახით წარმოადგინეს შემდეგი თემები:
1.    ,,წარმოსახვითი ღერძი“- დედამიწის ზედაირთა გადაკვეთის   ადგილებია შესაბამისად ჩრდ. და სამ. პოლუსები. მოსწავლემ პარალელი გაავლო მათემატიკასთან რომ დედამიწისთვის არსებული წარმოსხვითი ღერძი მათემატიკაში განიხილება როგორც სფეროს დიამეტრი.(1წთ)
2.    დედამიწის პარამეტრები როგრც სფეროსი და როგორც ბირთვის: კერძოდ ეკვატორული რადიუსი, პოლარული რადიუსი, საშუალო რადიუსი,ეკვატორის სიგრძე, მერიდიანის სიგრძე,დედამიწის ზედაპირი, მსოფლიო ოკეანის ზედაპირი:  ხმელეთის ზედაპირი: დედამიწის მოცულობა. (1წთ)
3.    პარალელები, მერიდიანები და მისი თვისებები (1წთ)
4.    ეკვატორის, საწყისი მერიდიანის, ჩრდ. და სამ. ტროპიკების ძეგლების ადგილმდებარეობა(1წთ)
5.    განედი და გრძედი (2წთ)
6.    დედამიწის შინაგანის აგებულება-ბირთვი(2წთ)

მასწავლებელმა პრზეინტაციბის შუალდედებში თემატიკის შესაბამისად მოსწავლეებს ეკთებინებდა გეოგრაფიულ ამოცანებს კერძოდ:
·         დედამიწის ერთ გრადუსიანი რკალის სიგრძის გამოთვლა(1წთ)
·         პარალელებზე და მერიდიანებზე განლაგებული ორ წერტილს შორის მანძილის გამოთვლა(2წთ)
·          კონტურულ რუკაზე მოცემული წერტილების განედის და გრძედის პოვნა(2წთ)

მასწავლებელმა მინი ლექციის ფორმატში აუხსნა მოსწავლეებს, თუ როგორ იყენებენ გეოგრაფები კარტოგრაფიულ  ცილინდრულ, კონუსისებურ და აზიმუტურ პროექციებს რუკის შედგენაში (2წთ)
გაკვეთილის ბოლოს გეოგრაფიის მასწავლებელმა აჩვენა მოსწავლეებს სამეცნიერო შემცნებითი ვიდეო მასალა, სადაც  ანიმაციური ხერხების საუალებით იყო ნაჩვენები ,  თუ როგორ იყენებენ მათემატიკას გეოგრაფები დედამიწის გამოსახვასთან მიმართებაში.(3წთ)






შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა შეფასების გამჭვირვალეობიდან გამომდინარე და მიზანიც რომ ადვილად მიმეღწია წინასწარ შევქმენი შეფასების რუბრიკა კერძოდ:
პრეზენტაციას ვაფასებდი შემდეგი კრიტერიუმების სახით:
1.      რამდენად დამაჯერებელად და თავისუფლად მეტყველებს მოსწავლე
2.      რა სიხშირით იყენებს გეოგრაფიულ ტერმინოლოგიას
3.      აყალიბებს თუ არა აზრს  თანმიმდევრულად რაც პრზენტატორსითვის აუციელბელია
4.      რამდენად იცავს პრეზენტატორი რეგლამენტს
ჯგუფში მუშაობას შემდეგი კრიტერიუმების საშუალებით ვაფასებ:
1.      ურთიერთანამშრომლობას
2.      კომუნიკაბელურობას
3.      მოსმენის კულტურას
4.      გუნდური მუშაობის უნარს
დისკუსიის დროს კი-რამდენად გონებამახვილურია, საინტერესოა და დამაჯერებელი მისი პასუხი
რესურსები
სახემძღვანელო,ამერიკელი დოქტორის ჯეიმს ფ. სილვერის წიგნი მეთოდური მასალები მასწავლბლებისთვის,  კომპიუტერის და ინტერნეტის გამოყენება, სკანერი, პროექტორი.



















Комментариев нет:

Отправить комментарий